პირადულობა გულისხმობს, დავიცვათ სწორედ ის, რაც ადამიანებად გვაქცევს: ყოველდღიური ჩვევები თუ ქცევები, ჩვენი პასუხისმგებლობები, ჩვენი შიშები, ჩვენი ურთიერთობები და ჩვენი სისუსტეები. ყველა იმსახურებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. გაერომ განსაზღვრა კიდეც პირადულობა ძირითად უფლებად ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით 1948 წელს. მიუხედავად ამისა, მთავრობები, კორპორაციები და სხვა მსხვილი დაწესებულებები მუდმივად ხელს გვიშლიან პირადულობის უფლებით სარგებლობაში განუწყვეტელი მიყურადებით, ზედამხედველობითა და კუდში დევნით.
მეამბოხეები, ადამიანის უფლებათა დამცველები, უმცირესობათა წარმომადგენლები და ცვლილებებისთვის მებრძოლები ხშირად ხდებიან უნებართვო მიყურადების მსხვერპლნი, და შესაბამისად, თავიანთი განსხვავებული ხედვა გააჩნიათ პირადულობისა და ვინაობის გაუმხელობის გადამწყვეტ მნიშვნელობაზე.
მოცემული გამოშვების PrivChat, გთავაზობთ მონაწილეთა ჯგუფს, თავად რომ იყვნენ მეამბოხეები ან საქმიანობდნენ მეამბოხეთა ერთობაში და ისაუბრებენ თავს გადახდენილ შემთხვევებზე თვალთვალისა და პირადულობის ხელყოფის კუთხით:
შემოუერთდით ალი ღარავის, პროგრამების უფროს სპეციალისტს, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან; ნადია ტოლოკონიკას, ხელოვანს, მეამბოხეს, პუსი-რაიოტის თანადამფუძნებელს; და ნიკოლას მერილს, დამფუძნებელსა და აღმასრულებელ ხელმძღვანელს კალიქსის ინსტიტუტიდან, მათ თავს გადახდენილი მიყურადების შემთხვევების გასარჩევად და იმის განსახილველად, თუ რატომაა გადამწყვეტი პირადულობისთვის ბრძოლა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დაცვისთვის.
სინდი კონი, აღმასრულებელი ხელმძღვანელი EFF-ში, შემოგვიერთდება, როგორც მასპინძელი და ზედამხედველი.