აღნიშნეთ Onion-დამისამართების 25-ე წლისთავი Tor-თან ერთად!
2021 წლის 31 მაისში აღინიშნება 25-ე წლისთავი Onion-დამისამართების პირველი წარდგენიდან კემბრიჯში, ბრიტანეთში, ისააკ ნიუტონის ინსიტუტის პირველ სამუშაო შეხვედრაზე ინფორმაციის ფარულობის შესახებ.
მოპატეჟებული ხართ ამ მშვენიერი დღის აღსანიშნავად, რომ ვისაუბროთ Onion-დამისამართების შექმნის საწყის საფეხურებზე, თუ როგორ გარდაიქმნა Tor-ად და როგორ მივიღეთ საბოლოოდ Tor-პროექტი. შემოგვიერთდება პოლ სივერსონი, ერთ-ერთი სულისჩამდგმელი პირველი სახის onion-დამისამართებისა, Tor-პროექტის თანადამფუძნებელ როჯერ დინგლედინთან და ნიკ მეთიუსონთან ერთად.
გავიხსენებთ Onion-დამისამართების ქსელის პირველ დღეებს შეერთებული შტატების საზღვაო კვლევით ლაბორატორიაში (NRL). (ჯერ კიდევ მაშინ Onion-დამისამართების მქონე კავშირები გადიოდა ხუთ კვანძს, ნაცვლად დღევანდელი სამკვანძიანი მოწყობის Tor-ისა!) არავისთვის საიდუმლო არაა, რომ Onion-დამისამართების ჩანასახი დაიბადა NRL-ში (მითითებულიცაა ჩვენი ისტორიის გვერდზე), მაგრამ კიდევ ბევრია სათქმელი და გვსურს გაგიზიაროთ, თუ საიდან დაიწყო Tor და სადამდე მოვედით 25 წლის თავზე.
გაბრიელა კოულმენი – ანთროპოლოგი, ავტორი და Tor-ის მმართველთა საბჭოს წევრი – შემოგვიერთდება წამყვანად და ზედამხედველად. დაგვეწვიეთ, საზეიმო PrivChat გვექნება Onion-დამისამართების 25-ე წლისთავის უკვდავსაყოფად.