საუბრები ტექნოლოგიების, ადამიანის უფლებებისა და Tor-პროექტის მიერ მონიჭებული ინტერნეტთავისუფლების ირგვლივ
PrivChat წარმოადგენს ღონისძიებების წყებას სახსრების მოსაზიდად და შემოწირულობის ზრდისთვის Tor-პროექტში. სანაცვლოდ კი PrivChat მოგაწვდით მეტად მნიშვნელოვან ცნობებს, თუ რა სიახლეებია ტექნოლოგიურ სამყაროში ადამიანის უფლებათა დაცვისა და ინტერნეტთავისუფლების კუთხით, მოწვეულ მცოდნე ხალხთან და ჩვენს ერთობასთან გასაუბრებით.
თავი #2 - კარგი, ცუდი და ბოროტი ცენზურის გვერდის ავლისას
ყოველწლიურად იზრდება ინტერნეტკავშირის შეზღუდვები მთელ მსოფლიოში. ქსელის დონეზე შეზღუდვებიდან ეროვნულ დონეზე აკრძალვებამდე, მთავრობებსა თუ კერძო დაწესებულებებს მძლავრი საშუალებები გააჩნიათ ინფორმაციასთან წვდომისა თუ ურთიერთკავშირის შეფერხებისთვის. არაერთი პირი, ჯგუფი თუ დაწესებულება მუშაობს, რომ ახლებური გზები შეისწავლოს, გამოიკვლიოს და ამით დაუპირისპირდეს ინტერნეტის ცენზურას -- რითაც მილიონობით ადამიანს ეხმარებიან ინტერნეტთან უსაფრთხო და მეტად ხშირი კავშირის უზრუნველყოფაში. ამგვარი მცირეოდენი წარმატების მიუხედავად, ხშირად ვაწყდებით მაღალშემოსავლიან მეტოქეებს, რომლებიც მილიარდობით დოლარს ხარჯავენ ცენზურის საშუალებებზე და შეჯიბრებაა გამართული შეიარაღების ზრდაში. მეორე გამოშვების PrivChat Tor-თან ერთად შეეხება კარგის, ცუდისა და ბოროტის გარჩევას ცენზურის არიდების წინა ხაზზე. სამყაროში, რომელშიც სწრაფად იხვეწება ცენზურის საშუალებები და მათით უკვე ვაჭრობენ სხვადასხვა ერები, აგრეთვე იზრდება ჩვენი შემოქმდებითობა ამ ყველაფრის შეფასებისა თუ გვერდის ავლის საშუალებების შექმნაში, ისევე როგორც, იმატებს მუხტი, შევებრძოლოთ და გავუწიოთ წინააღმდეგობა. მაგრამ საკმარისია? რა დაბრკოლებებს აწყდება ხალხი და ორგანიზაციები ინტერნეტის თავისუფლებისთვის ბრძოლაში?
კორი დოქტოროუ არის სამეცნიერო ფანტასტიკის ავტორი, მეამბოხე და ჟურნალისტი. მისი ნაწარმოებებია RADICALIZED და WALKAWAY, სამეცნიერო ფანტასტიკა უფროსებისთვის, YA-გრაფიკული ნოველა სახელწოდებით IN REAL LIFE, დოკუმენტური საქმიანი წიგნი INFORMATION DOESN’T WANT TO BE FREE, აგრეთვე, სრულწლოვნების ასაკს ახლად მიღწეულთათვის HOMELAND, PIRATE CINEMA და LITTLE BROTHER. მისი ბოლო წიგნია POESY THE MONSTER SLAYER, დასურათებული გვერდებით ახალგაზრდებისთვის. მომდევნო წიგნი იქნება ATTACK SURFACE, ზრდასრულთათვის გაგრძელებული LITTLE BROTHER. ხელმძღვანელობს ყოველდღიურ სვეტს Pluralistic.net. მუშაობს ელექტრონული სასაზღვრო ფონდისთვის, წარმოადგენს MIT-ის მედიალაბორატორიის მივლენილ მკვლევარს, კომპიუტერული მეცნიერების მიწვეულს პროფესორს ღია უნივერსიტეტში, პრაქტიკის მიწვეულ პროფესორს ჩრდილო კაროლინის ბიბლიოთეკის სკოლის უნივერსიტეტში და თანადამფუძნებელია ბრიტანეთის ღია უფლებების ჯგუფისა. დაბადებულია ტორონტოში, კანადა, ამჟამად ცხოვრობს ლოს-ანჯელესში.
ფელისია ანტონიოს ამჟამინდელი სამუშაოა Access Now და მისი მოვალეობაა, ფართოდ გაავრცელოს #KeepItOn, საერთაშორისო კამპანია, რომელიც იბრძვის ინტერნეტკავშირის შეზღუდვების წინააღმდეგ. გაერთიანება #KeepItOn შედგება 210-ზე მეტი დაწესებულებისგან მთელ მსოფლიოში. სანამ Access Now გახდებოდა მისი მთავარი საქმიანობა, იქამდე იყო პროგრამების დამგეგმავი დასავლეთ აფრიკის მედიაფონდში (MFWA) და აგრეთვე მისი ზედამხედველობის ქვეშ იყო Freedom of Expression Exchange (AFEX), გამოხატვის თავისუფლებისთვის მებრძოლი კონტინენტური ქსელი აფრიკაში. ფელისია ხელმძღვანელობდა AFEX-ის კამპანიებს და მხარდამჭერ სამუშაოებს გამოხატვის თავისუფლების კუთხით, მათ შორის ჟურნალისტთა უსაფრთხოებისთვის, ინფორმაციასთან წვდომისა და ინტერნეტის თავისუფლებისთვის, ციფრული უფლებების დაცვისთვის, და განსაკუთრებით, ყურადღების მისაპყრობად იმ პოლიტიკის ცვლილებისთვის, გამოხატვის თავისუფლებას რომ ეწინააღმდეგებოდა (ინტერნეტსა თუ მის გარეთ). 2019 წელს იყო არჩეული თანამონაწილედ აფრიკული ინტერნეტგამგებლობის სკოლის მიერ (AfriSIG). ფლობს მაგისტრის ხარისხს ლიტერატურაში, ენებსა და საერთაშორისო ურთიერთობებში ორლეანსის ფრანგული უნივერსიტეტიდან, ამასთანავე, ხელოვნების ბაკალავრის ხარისხს საფრანგეთში და ფსიქოლოგის ხარისხს განას უნივერსიტეტიდან.
Vrinda Bhandari is a litigating lawyer in New Delhi, India, and specialises in the field of digital rights, technology, and privacy. She has been involved in litigation relating to the biometric identity project in India (Aadhaar), the contact tracing app developed by the government (Aarogya Setu), the restoration of internet in Jammu & Kashmir, and challenges to the constitutionality of the surveillance regime and the criminal defamation provision in India. Vrinda has also advised and represented clients in cases involving website blocking, defamation, and sedition. Vrinda is a Rhodes Scholar, who graduated from the University of Oxford with a Masters in Law (BCL) and a Masters in Public Policy (MPP), and received her undergraduate law degree from the National Law School of India University, Bangalore.
სესილია არის პროგრამების შემმუშავებელი Tor-პროექტში, რომელშიც მისი საქმიანობა მიმართულია ცენზურის არიდების ხელსაწყოების შექმნისა და ყველა მომხმარებლისთვის Tor-ქსელთან წვდომის უზრუნველყოფისკენ. დაამთავრა ვატერლოოს უნივერსიტეტი კომპიუტერული მეცნიერების დოქტორის ხარისხით 2018 წელს და აგრძელებს მონაწილეობას კრიპტოგრაფიის, უსაფრთხოებისა და პირადი მონაცემების დაცვის (CrySP) კვლევით ლაბორატორიაში, როგორც მიწვეული მკვლევარი. კურსდამთავრებული იკვლევდა ცენზურისთვის გვერდის ავლის ხერხებს მძლავრი მანქანური შესწავლის საშუალებების მქონე ცენზორების წინააღმდეგ, ასევე პირადულობის დაცვის ხელსაწყოების შედეგიანობას. ამჟამად მუშაობს „ღია პირადულობის“ მრჩეველ-დირექტორად, არამომგებიანი დაწესებულების, რომელიც ზრუნავს პირადი მონაცემების დაცვის ტექნოლოგიის განვითარებაზე, რომ მიეშველოს საზოგადოებებს და ხელი შეუწყოს მათი ცნობიერების დონის ამაღლებას. აგრეთვე, წვლილი შეიტანა წამოწყებაში, მოწყობაში და ახლაც ხელმძღვანელობს მატერიალური მასალების საბჭოს ჟურნალისთვის „შრომები პირადულობის გაუმჯობესების ტექნოლოგიების შესახებ“ (PoPETs), რომლის მიზანიცაა, ხელი შეუწყოს და ყურადღება მიმართოს კოდის წყაროსა თუ მონაცემთა ნაკრების საჯაროდ გავრცელებისკენ პირადი მონაცემების ხელშეუხებლობის კვლევისას.
არტურო თანადამფუძნებელია ინტერნეტჩარევების ზედამხედველობის ღია ორგანიზაციისა (OONI) 2011 წლიდან და იმდროიდან მოყოლებული პროექტის წამყვანი და ძირითადი ინჟინრის მოვალეობას ასრულებს. იქამდე საქმიანობდა Tor-პროექტში შემმუშავებლად და სხვა არაერთი თავისუფალი პროგრამული პროექტის შემქმნელიცაა, ადამიანის უფლებათა დაცვას რომ უჭერს მხარს, მაგალითად GlobaLeaks. იგი ასევე თანადამფუძნებელია და ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს ადამიანის ციფრულ უფლებათა დაცვის ჰერმესის ცენტრში. არტურო სწავლობდა მათემატიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებებს რომში, საპიენცის უნივერსიტეტში.
საუკეთესო გზა ჩვენი საქმიანობის მხარდასაჭერად ყოველთვიური შემწეობის გაღებაა.