ტექგიგანტებსგან თავის დაღწევა გულისხმობს დაბანდებას უკეთეს შემნაცვლებლებში. სწორედ ამისთვისაა Tor, Tor-ბრაუზერი და Tails. ხელი შეუწყვეთ ნამდვილად პირადული ხელსაწყოების შემუშავებას.
მდგრადი ვერსიის გამოშვებამდე, გამოდის Alpha-ვერსია ახალი შესაძლებლობების მოსასინჯად და ხარვეზების გამოსავლენად. გთხოვთ ჩამოტვირთოთ Alpha მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მზად ხართ გაუმკლავდეთ გაუმართაობებს და გსურთ დაგვეხმაროთ ხარვეზების მოხსენებაში, ამასთანავე, თუ ეს არ იქნება თქვენთვის საფრთხის შემცველი.